სტატიები

როგორ უნდა მოვიქცეთ შემდეგ შემთხვევებში:

წყალდიდობა

როგორ მოვიქცეთ წყალდიდობის შემთხვევაში:

  • საგანგებო სიგნალის შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვეთ შესაძლო წყალდიდობის ზონა და გადადით უფრო უსაფრთხო ადგილას;
  • თან წაიღეთ საკვები, წყალი, მედიკამენტები და ყველა სხვა ნივთი, რომელიც დაგჭირდებათ მომდევნო დღეების განმავლობაში;
  • დარეგისტრირდით შესაბამის საევაკუაციო პუნქტებში;
  • ასევე შესაძლებელია შინაური ცხოველების ევაკუაცია;
  • თუ გაქვთ თქვენი ფასეულობების ბოლო სართულზე გადანაცვლების საშუალება, დაუყოვნებლივ გააკეთეთ ეს;
  • პრიველი სართულის ფანჯრებსა და კარებს გარედან მიაჭედეთ ფიცრები.

 

მოულოდნელი წყალდიდობის დროს:

  • დაუყოვნებლივ გადადით ამაღლებულ ადგილას;
  • თუ მოხვდით წყალში, ტალღის მოახლოებისას ღრმად ჩაყვინთეთ მის საფუძველში და გარკვეული პერიოდის შემდეგ ამოყვინთეთ;
  • თუ მოხვდით წყალში, ეცადეთ მოიშოროთ მძიმე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი; ცურვის ან საცურაო აღჭურვილობის დახმარებით გადაინაცვლეთ მშრალი ადგილისაკენ;
  • ტრავმის თავიდან აცილების მიზნით, ყურადღება მიაქციეთ წყლის ზედაპირზე მოტივტივე ნივთებს;
  • სამაშველო ჯგუფის მოსვლამდე ეცადეთ შენობის ბოლო სართულზე, ან სხვა ამაღლებულ ადგილას (სახურავი, ხე, და სხვ.) ასვლა;
  • მუდმივად გადმოეცით საგანგაშო სიგნალები: დღის განმავლობაში  ხელში დაიჭირეთ მკვეთრი ფერის ტანსაცმელი და დაიქნიეთ, ღამით – გამოიყენეთ ნათურის სიგნალები.

 

მეწყერი

როგორ მოვიქცეთ მეწყრის შემთხვევაში:

შესაძლო მეწყრის შესახებ სიგნალის მიღებისთანავე:

  • გამორთეთ ბუნებრივი აირი, ელექტრომოწყობილობები და წყალმომარაგების სისტემა;
  • მოემზადეთ დაუყოვნებლივი ევაკუირებისთვის;
  • თუ 24 საათის განმავლობაში მეწყერი 0,5 – 1 მეტრზე მეტ მანძილზე გადაადგილდა, ევაკუაცია უნდა განხორციელდეს დაუყოვნებლივ;
  • ევაკუაციის დროს, თან წაიღეთ დოკუმენტაცია და პირველადი საჭიროების ნივთები (საკვები, ტანსაცმელი, ა.შ.)

 

ღვარცოფი

როგორ მოვიქცეთ ღვარცოფის შემთხვევაში:

  • ღვარცოფული ნაკადის მოახლოების შესახებ საგანგებო სიგნალის მიღებისთანავე ან რაიმე განსაკუთრებული ხმაურის გაგებისთანავე  აუცილებელია გადაადგილდეთ დაბლობიდან (წყალშემკრებიდან) 50–100 მეტრის მაღლობზე;
  • წინასწარ დადგენილი საევაკუაციო გეგმის მიხედვით, ეცადეთ განახორციელოთ ევაკუაცია უსაფრთხო ადგილას;
  • გახსოვდეთ, ღვარცოფში მოყოლილი ადამიანის გადარჩენა თითქმის შეუძლებელია.

 

მიწისძვრა

როგორ მოვიქცეთ მიწისძვრის შემთხვევაში:

  • თუ მიწისძვრა სუსტია, ნუ შეშინდებით, უმჯობესია დარჩეთ იქ, სადაც ხართ;

თუ უფრო ძლიერი მიწისძვრის დროს თქვენ იმყოფებით შენობაში:

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ შენობა კიბეების ან ფანჯრების მეშვეობით;
  • თუ იმყოფებით მეორე სართულზე ან უფრო მაღლა, ნუ ცდილობთ შენობის დატოვებას;
  • ნუ გამოიყენებთ ლიფტს;
  • დადექით კუთხის შიდა კედელთან, კარებთან ან მყარ ბოძთან;
  • თუ შენობა მოძველებულია და კედლები არ არის უსაფრთხო, შეძვერით საწოლის ან მაგიდის ქვეშ;
  • ნუ აანთებთ ასანთს;

 

თუ იმყოფებით ქუჩაში:

  • გადადით ღია ადგილას შენობებისგან და ელექტროგადამცემი ხაზებისგან მოშორებით;
  • ნუ გაჩერდებით ხიდზე ან ხიდის ქვეშ.

 

ზვავი

როგორ მოვიქცეთ თუ მოვხვდით ზვავის ზონაში:

  • მიაქციეთ ყურადღება ამინდის ცვალებადობას;
  • მთაში წასვლისას აუცილებლად უნდა იცოდეთ თქვენს მარშრუტზე არსებული შესაძლო ზვავის ზონების შესახებ;
  • თავი უნდა აარიდოთ ადგილებს, სადაც არსებობს ზვავის შესაძლებლობა;
  • ზვავის ყველაზე სახიფათო პერიოდი გაზაფხულისა და ზაფხულის მზიანი და თბილი დღეებია.

 

როგორ მოვიქცეთ ზვავის შემთხვევაში:

  • დაუყოვნებლივ დატოვეთ სახიფათო ადგილი და გადაინაცვლეთ უფრო უსაფრთხო ადგილას;
  • თუ თქვენ არ შეგიძლიათ დააღწიოთ თავი ზვავს, დადეთ თქვენი ბარგი და მიიღეთ ჰორიზონტალური მდგომარეობა თავით ზვავის მოძრაობის მიმართულებისაკენ;
  • მოიხარეთ, მიადეთ მუხლები მუცელს და მჭიდროდ დაიჭირეთ ფეხები  (მიიღეთ თოვლის გუნდის ფორმა).

 

როგორ მოვიქცეთ თუ მოვხვდით ზვავში:

  • სასუნთქი ორგანოების დაცვის მიზნით დაიცავით სახე ხელთათმანებით, შარფით ან საყელოთი;
  • ეცადეთ დაიჭიროთ თავი ზვავის ზედაპირზე და ხელების მოძრაობით გადაინაცვლეთ ზვავის კიდისაკენ;
  • მას შემდეგ, რაც ზვავის ნაკადი გაჩერდება, ეცადეთ თქვენი სხეულის გარშემო შექმნათ საკმარისი ადგილი, რაც გაგიადვილებთ სუნთქვას;
  • ეცადეთ მონახოთ ნიადაგის ზედაპირი და გადაადგილდით ზემოთ;
  • დაზოგეთ თქვენი ძალები, ჟანგბადი და სითბო და ეცადეთ არ დაიძინოთ;
  • არ იყვიროთ, თოვლი მთლიანად ახშობს თქვენს ხმას;
  • გახსოვდეთ, რომ თქვენ იძებნებით.
 

ტელეფონის ნომერი საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში

საგანგებო სიტუაციის შემთხვევებისთვის განკუთვნილი ტელეფონის ნომერი: 111, 112 შეიძლება გამოყენებული იყოს ნებისმიერი ბუნებრივი ან ანთროპოგენული კატასტროფის დროს.

რეკომენდაციები!

ნებისმიერი საგანგებო სიტუაციის დროს გამოიჩინეთ თავშეკავება და არ ჩავარდეთ პანიკაში!!!

 

სახელმძღვანელოები

აქედან თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებასთან დაკავშირებული მასალა, რომელიც მოიცავს ინფორმაციას საფრთხეებისა და რისკების შეფასებისას GIS ტექნოლოგიებისა და დისტანციური ზონდირების გამოყენებაზე, ასევე რისკის ინფორმაციის სივრცულ დაგეგმარებასა და გარემოზე ზემოქმედების შეფასებებში გამოყენების შესახებ:

 

საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისა და რისკების ატლასი


ატლასში მოცემულია ზოგადი ინფორმაცია ბუნებრივი სტიქიური მოვლენებისა და რისკის პირისპირ მყოფი ძირითადი ელემენტების (მაგ. შენობა–ნაგებობები, მოსახლეობა, მთლიანი შიდა პროდუქტი), მოწყვლადობის სხვადასხვა ტიპების (ფიზიკური, სოციალური, ეკოლოგიური, ეკონომიკური) და საქართველოს ტერიტორიისთვის დამახასიათებელი რისკების შესახებ. ატლასი მომზადდა კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელისა (CENN) და ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული მეცნიერებისა და დედამიწის შემსწავლელი ფაკულტეტის (ITC) მიერ განხორციელებული პროექტის “ინსტიტუციური გაძლიერება საქართველოში ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირებისათვის” ფარგლებში. პროექტი დაფინანსდა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა სამინისტროს სოციალური ტრანსფორმაციის პროგრამის (MATRA) მიერ. ატლასის PDF ფორმატში ჩამოტვირთვა შესაძლებელია აქ:

წინასიტყვაობა
თავი 1: შესავალი
თავი 2: საბაზისო მონაცემები
თავი 3: ბუნებრივი საფრთხეები საქართველოში
თავი 4: რისკის პირისპირ მყოფი ობიექტების ანალიზი
თავი 5: მოწყვლადობისა და რისკის ანალიზი
თავი 6: დასკვნები და რეკომენდაციები
დანართი

სატრენინგო მასალები

სახიფათო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული მოსალოდნელი დანაკარგების შეფასება მოითხოვს სივრცულ ანალიზს, რადნაგაც რისკის შეფასების ყველა კომპონენტი  განსხვავდება დროსა და სივრცეში. რისკის შეფასება ეფექტიანად მხოლოდ მაშინ შეიძლება განხორციელდეს, როდესაც ის დაფუძნებულია ფართო, მულტიდისციპლინურ შესწავლაზე, რომელიც ემყარება სივრცულ ინფორმაციას, მიღებულს დისტანციური ზონდირების საშუალებით და სხვა წყაროებიდან. აუცილებელია, რომ კატასტროფის გეოინფორმაციული მენეჯმენტის საკითხები გათვალისწინებული იყოს საგანგებო მდგომარეობისათვის მზადების დაგეგმვის პროცესში, სივრცითი დაგეგმვის დროს და გარემოზე ზემოქმედების შეფასებისას. ამისათვის საჭიროა კომპეტენტურობის უზრუნველყოფა და კატასტროფის მენეჯმენტის ისეთი ექსპერტებისა და პროფესიონალების მომზადება, როგორებიც არიან მგეგმავები, ინჟინრები, არქიტექტორები, გეოგრაფები, გარემოს შესწავლის სპეციალისტები, უნივერსიტეტის მასწავლებლები და ა.შ. 

ამ სექციიდან თქვენ შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ  სატრენინგო მასალები ქართულ ენაზე რომელიც ეხება მრავალგვარი საფრთხის რისკის შეფასებას.

ეს კურსი მოიცავს შემდეგ პროცედურებს: შეაგროვოს, ანალიზი გაუკეთოს და შეაფასოს ბუნებრივი და ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული საფრთხეების (როგორებიცაა გეოლოგიური საფრთხეები, ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეები,  გარემო საფრთხეები და ტექნოლოგიური საფრთხეები) რისკის შეფასების სივრცითი ინფორმაცია. ეს კურსი იქნება თქვენი მეგზური რისკის შეფასების მთლიან პროცესში, რომელსაც განვახორციელებთ ერთ-ერთი განვითარებადი ქვეყნის ქალაქის (რისკსითის) კონკრეტული შემთხვევის საფუძველზე. კურსი შემუშავებულია ტვენტეს უნივერსიტეტის გეოინფორმაციული მეცნიერებისა და დედამიწის შემსწავლელი ფაკულტეტის (ITC)  მიერ. 

კურსი შექმნილია ყველასათვის, ვინც უნდა განახორციელოს რისკის შეფასება და საჭიროებს ცოდნასა და უნარს GIS-ის გამოყენებით პროცედურების შესრულებისათვის. ესენი შეიძლება იყვნენ პროფესიონალები, რომლებიც მუშაობენ NGO-სა და სამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც კავშირში არიან კატასტროფის რისკის მენეჯმენტთან. ეს კურსი ასევე შეიძლება გამოიყენონ ინჟინრებმა, არქიტექტორებმა, გეოგრაფიისა და გარემოს დაცვის სპეციალისტებმა, უნივერსიტეტის მასწავლებლებმა. სასურველია, ცოტაოდენი წარმოდგენა გქონდეთ GIS-ის გეოსაინფორმაციო სისტემის შესახებ, თუმცა ეს არ არის სავალდებულო, რადგან კურსის ნაბიჯ-ნაბიჯ მიყოლა მონაწილეებს საშუალებას მისცემს, სწრაფად აითვისონ GIS-ის პროგრამის მართვისათვის საჭირო ძირითადი უნარები. 

თეორიის წიგნი:
თავი 1: შესავალი
თავი 2: სივრცული მონაცემები რისკის შეფასებისთვის 
თავი 3: საფრთხის შეფასება
თავი 4: რისკის ქვეშ მყოფი ელემენტების შეფასება
თავი 5: მოწყვლადობის შეფასება
თავი 6: რისკის ანალიზი
თავი 7: ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება