ბუნებრივი საფრთხისა და რისკის შეფასების მეთოდოლოგია

არსებობს რისკის ანალიზის სამი მნიშვნელოვანი კომპონენტი: 1) საფრთხეები; 2) მოწყვლადობა და 3) რისკის ქვეშ მყოფი ელემენტები. ეს კომპონენტები ხასიათდება როგორც სივრცითი, ისევე არასივრცითი თვისებებით. საფრთხეები ხასიათდება მათი დროებითი ალბათობითა და ინტენსივობით, რომელიც მოვლენის სიხშირე–მაგნიტუდის ანალიზის შედეგად მიიღება. საფრთხის კომპონენტი განტოლებაში ფაქტობრივად ეხება გარკვეული დროის პერიოდში (ათვლის პერიოდი) სახიფათო ბუნებრივი სტიქიური მოვლენის მოხდენის ალბათობას. ანალიზში ჩვენ გავითვალისწინეთ ბუნებრივი  საფრთხის 10 სახეობა: მიწისძვრა, მეწყერი, ღვარცოფი, ქვათა ცვენა, თოვლის ზვავი, ტყისა და ველის ხანძარი, გვალვა, ძლიერი ქარი და სეტყვა. ბუნებრივი საფრთხის თითოეული ამ სახეობისთვის შეიქმნა მგრძნობელობის რუკა, რომელიც დაყოფილია სამ კლასად (მაღალი, ზომიერი და დაბალი). 

წარსულში აღრიცხული ბუნებრივი მოვლენების შესახებ  ინფორმაცია გამოყენებული იყო 50 წლის ათვლის პერიოდის განმავლობაში მოსალოდნელი მოვლენების სავარაუდო რაოდენობისა და თითოეული მოსალოდნელი მოვლენის მასშტაბის გამოსათვლელად. ამის შემდეგ მოსალოდნელი მოვლენების ფართობის თითოეული საფრთხის კლასის საერთო ფართობზე გაყოფის გზით გამოთვლილი იყო სივრცითი ალბათობა. 

მოწყვლადობა და რისკის პირისპირ ყოფნა გამოთვლილი იყო რისკის ქვეშ მყოფი შემდეგი სახის ელემენტებისთვის: შენობა–ნაგებობები, მოსახლეობა, მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ), გზები, ტყეები, სახნავ–სათესი მიწები და ბუნებრივი დაცული ტერიტორიები. საფრთხის სახეობისა და რისკის ქვეშ მყოფი ელემენტის თითოეული კომბინაციისთვის სივრცული გადაფარვის ფართობი გამოთვილილი იყო GIS–ის მეშვეობით, რის შედეგადაც მიღებული იყო ინფორმაცია რისკის პირისპირ ყოფნის შესახებ. სოციალური, ფიზიკური, ეკოლოგიური და ეკონომიკური მოწყვლადობა გამოხატული იყო ხარისხობრივი სივრცული მრავალკრიტერიული შეფასების მეთოდის გამოყენებით. 

მოწყვლადობის მნიშვნელობები გამოთვლილი იყო საფრთხეების კლასების (მაღალი, ზომიერი და დაბალი) თითოეული კომბინაციისთვის და ბუნებრივი  საფრთხეების 10 სახეობისთვისა და რისკის ქვეშ მყოფი ელემენტისთვის რომელიც შემდგომში წარმოდგენილი იყო მატრიცის სახით. ეს მაჩვენებლები შემდგომ გამოყენებული იყო რისკის საბოლოო რუკების გამოსათვლელად.

დამატებითი ინფორმაცია:
საფრთხის შეფასება 
რისკის პირისპირ მყოფი ელემენტების ანალიზი
მოწყვლადობის შეფასება
რისკის შეფასება